პედიატრი თეა შავთვალაძე გვირჩევს, თუ როგორ ვმართოთ სეზონური ვირუსები.
1) გავრცელებული ვირუსული ინფექციები ბავშვებში.
მოგეხსენებათ , პანდემიის დროს მოსახლეობა ბავშვებთან ერთად უმეტეს წილად სახლში იყო გამოკეტილი,ანუ უფრო მეტად სტერილურ გარემოში. შემდეგ ისე მოხდა, რომ კოვიდ ინფექცია ფაქტობრივად ყველამ გადაიტანა აცრილმაც და აუცრელმაც და გარკვეულ დროში SARS-CoV-2-იც გახდა ჩვენი მეგობარი ვირუსი, რომელსაც ორგანიზმისთვის დამღუპველი გართულებები ამ ეტაპზე აღარ მოაქვს, თუ არ ჩავთვლით იმუნურსუპრესულ და ქრონიკულად დაავადებულ რთულ პაციენტებს. ამ ჩაკეტვამ და ზედმეტმა სტერილურობამ მოიტანა სხვა ყველა ვირუსის გააქტიურება და აგრესიულობა რაც დღეს სახეზეა. ამ შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში პროგრესირებდა და აგრძელებს რთულ მიმდინარეობებს ადენოვირუსული, რესპირატორული, სინციტიური ვირუსი პარაგრიპისა და გრიპის ვირუსები კოვიდ ინფექციასთან ერთად ეს ვირუსები ადვილად შეღწევადები არიან ადამიანის ორგანიზმში და ფაქტობრივად პირვანდელი აგრესიული სახით შეუტიეს ჩვენს პატარებს, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკისებს, მართალია რადგან ისინი დაიბადნენ პანდემიის და ზედმეტი სტერილურობის პერიოდში და წელს მოუხდათ პირველად ყველა ვირუსთან ერთად შეჭიდება. მაშინ როცა მათი ორგანოები და იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული ამიტომ უჭირთ დღეს მეტად პატარებს და მათ მშობლებს.
2) საყურადღებო სიმპტომები და პედიატრის დროული ჩართულობის აუცილებლობა გართულების თავიდან ასაცილებლად.
დღეს ძირითადად მშობლები შეწუხებულები არიან მაღალი ცხელები და გახანგრძლივებული სიმპტომებით. სამ თვემდე ასაკის ბავშვების 38.5 და ზევით ცხელებისას უმჯობესია იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი თავიდანვე. სამი თვიდან 2 წლამდე ასაკში ბავშვები სიმპტომების გამოჩენიდან 1 -2 დღესვე რეკომენდებულია გაისინჯონ პედიატრის მიერ და მიეცეთ სწორი ტაქტიკა მშობლებს ვირუსის მართვისა . 2 წლიდან ასაკში შეგვიძლია სახლის პირობებში გაუმკლავდეთ ინფექციის პირველივე დღეებს, თუმცა თუ მესამე დღეს ყველა სიმპტომი უცვლელად რჩება აუცილებლად მესამე ან მეოთხე დღეს მაინც ბავშვი უნდა გაისინჯოს პედიატრის მიერ, აქვე ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ ვირუსული ინფექციის პირველ დღეებში ნაკლებად რეკომენდებულია რუტინულად ანალიზების ჩაბარება, მითუმეტეს რენტგენული კვლევა. თუ კვლევები ჩატარებულია ბაქტერიული ინფექციებისგან გასამიჯნად და ეს პედიატრს სჭირდება უპრიანია მესამე დღიდან გაკეთდეს, თუმცა პედიატრს სიმპტომებითაც უნდა შეეძლოს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გამიჯვნა ან ბაქტერიული გართულების ამოცნობა და ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროებისამებრ დროულად ჩართვა რომ არ მოხდეს ბავშვის მდგომარეობის დამძიმება გახანგრძლივება, რასაც ხშირად ჰოსპიტალიზაცია მოჰყვება.
3) მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია თუ საშიში სიმპტომი და როგორია მისი მართვა ?
ტემპერატურა რა თქმა უნდა ორგანიზმის იმუნური პასუხია და სწორედ ამ რეაქციის წყალობით იწყება აქტიურად ანტისხეულების წარმოქმნა. ტემპერატურა არსებობს ნორმალური, სუბფებრილური, ფებრილური, მაღალი და ძალიან მაღალი. თუ ბავშვი ცხელებისას თავს კარგად გრძნობს საშიში არაფერია ამ დროს შეგვიძლია დამწევიც არ მივცეთ, მაღალ და ძალიან მაღალი ტემპერატურისას ანუ 39.5 და ზევით საშიშია პატარა ასაკში და საყურადღებო, რადგან მათი ორგანიზმი მოუმწიფებელია და განსაკუთრებით ნერვული სისტემა. ისევ და ისვე ხაზგასასმელია რომ წლამდე ასაკში ფაქტობრივად უმეტეს შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ტემპერატურა აშინებთ მშობლებს და ზოგჯერ პანიკაშიც ვარდებიან პირველივე დღეებში ეს არასწორია რადგან სჯობს ვაცადოთ ორგანიზმს გაუმკლავდეს ინფექციას დამოუკიდებლად. არსებობს ტემპერატურული რეაქცია როცა ბავშვი აქტიურია არც მადას არ უჩივის და ამ დროს მხოლოდ უხვად სითხეების მიცემით და გაგრილებით შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ თუკი თქვენი შვილი მივარდნილია, უმადოდაა, სტკივა თავი ან ყელი მაშინ საჭიროა პედიატრის კონსულტაცია.
4) ვირუსული ინფექცია და ანტიბიოტიკოთერაპია
ვირუსული ინფექციით ავადობისას პირველ დღეებში შემაწუხებელი ცხელების ან ტკივილისას, აუცილებელია პედიატრთან ვიზიტი რადგან ვირუს თან შეიძლება დაერთოს ბაქტერია. აღსანიშნავია რომ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკი არ შველის! ანტიბიოტიკი არის ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი და თუკი პედიატრი ჩათვლის რომ პაციენტთან ბაქტერიული ინფექციაა თანდართული ან კვლევებით დასტურდება ბაქტერიული პროცესი მაშინ აუცილებელიცაა ანტიბიოტიკოთერაპიაც, სწორად განსაზღვრა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს სხვადასხვა პრეპარატია შესარჩევი ან დამზოგველი და სასტარტო პრეპარატია დასანიშნი. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როცა მშობლები თვითნებურად აძლევენ ანტიბიოტიკს რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეზიდენტობა ანტიბიოტიკის მიმართ და ასე თუ გაგრძელდა შეიძლება რაღაც დროსი შემდეგ ბაქტერიული ინფექციების დომინირება მივიღოთ. ანტიბიოტიკების როგორც უმიზნოდ გამოყენება არ შეიძლება აგრეთვე არ შეიძლება დაგვიანებით მისი მიღება, რადგან ინფექცია უფრო რთული გადასატანი შეიძლება გახდეს პატარებისთვის.
5) ვირუსის შემდგომი პერიოდი და რეკომენდაციები მშობლებს.
ხშირ შემთხვევაში ვირუსულ ინფექცია სამ 5 დღეში გადაივლის და გართულებებს არ ტოვებს, მაგრამ თუ ბავშვი დაგვყავს ბაღში, სკოლაში ან წერებზე ეცადეთ რომ გამოჯანმრთელებიდან +24 საათი გააჩეროთ ბინაზე და შემდეგ დატვირთოთ აქტივობებით, რაც შეეხება გართულებულ ინფექციებს შესაძლოა პატარებს სისუსტე დარჩეთ და ამ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობებისგან გამოჯანმრთელებიდან +3 ან +4 დღე შევიკავოთ თავი. ვირუსის შემდეგ შეეცადეთ თქვენი შვილი კალორიული საკვებით კვებოთ შეუქმნათ ჯანსაღი გარემო და ხშირად ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე სწორი ძილის რეჟიმი.