კვანტური თერაპია

კვანტური თერაპია

კვანტური თერაპია– (ლაზეროთერაპია)არის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სიხშირის მაგნიტური,ლაზერული,წითელი და ინფრაწითელი სხივებით მკურნალობა.იგი ფიზიოთერაპიის  ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა .სხვადასხვა სხივის საშუალებით ხდება უჯრედებში ბიოქიმიური პროცესების მართვა,ფოტოქიმიური და ფოტოფიზიკური  რეაქციების გენ

ერირება,აქტიურდება უჯრედების რეგენერაცია.ეს მეთოდი ახდენს ორგანოებსა და  სისტემებზე სხვადასხვა ზემოქმედებას:ტკივილგამაყუჩებელ,ანთების საწინააღმდეგო,სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ,ბაქტერიოციდულ(ანადგურებს მიკრობებს)ბაქტერიოსტატულ(აჩერებს მიკრობების ზრდა-გამრავლებას) ,ანტიოქსიდანტურ ზემოქმედებას.კვანტური თერაპია ტარდება აპარატზე“რიქტა’.

ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (ხერხემალი,სახსრები)პათოლოგიების დროს .ოპერაციის შემდგომ პერიოდში (ფარისებრი ჯირკვალი,ცხვირი,ყური ,ხერხემალი და ა.შ)პოსტოპერაციული გართულების თავიდან ასაცილებლად .

კვანტური თერაპია გამოიყენება როგორც ცალკე მონოპროცედურა,ასევე კომპლექსური მკურნალობისას სხვა ფიზიოპროცედურებთან ერთად.არის ძალიან ეფექტური,უსაფრთხო ,პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება,ამიტომაც ფართოდ  გამოიყენება მედიცინის თითქმის  ყველა დარგში.