ლაზეროთერაპია

ლაზეროთერაპია

 

ლაზეროთერაპია წარმოადგენს ფიზიოთერაპიის დიდი სამეულის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას ელექტროფორეზთან და ფონოფორეზთან ერთად.ის არის უძველესი ჰელიო თერაპიული მეთოდის თანამედროვე ტექნოლოგიური გაგრძელება.ქვანტური ლაზერი მიჩნეულია,როგორც ყველაზე უსაფრთხო სხივი.იგი ღრმად აღწევს ქსოვილებში, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას დაზიანებულ უბანზე,შედეგად უჯრედი თვითაღდგენას და განახლებას იწყებს.უმჯობესდება მიკროცირკულაცია,ქსოვილების კვება,ჩქარდება შეხორცებით პროცესები .

მისი ჩვენებებია :ნებისმიერი ქრონიკული, დეგენარაციული,თუ ანთებითი დავადებები(საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის,შინაგანი ორგანოების,კანის ,კანქვეშა ქსოვილების ).ფართო გამოყენება აქვს ოტიტების ,ფრონტიტების,სინუსიტების შემთხვევაში,ასევე სტომატოლოგიაში.გვარიდებს თავიდან უამრავ პოსტოპერაციულ გართულებას ტონზილექტომიის,ცხვირის პლასტიკის, თირეოიდექტომიის  და ა.შ. დროს .ლაზეროთერაპიის კურსი შეადგენს 7-10 პროცედურას.

პროცედურა არ ტარდება ისეთი დაავადებების დროს,როგორიცაა:ტუბერკულოზი ,ონკოლოგიური დაავადებები,ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობა.ასევე არაა მიზანშეწონილი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

კლინიკაში წარმოდგენილია ლაზეროთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აპრობირებული რიქტას მრავალფუნქციური აპარატი,რომელიც გვაძლევს სიმძლავრის,სიხშირის,დროის შერჩევის საშუალებას და ერთდროულად ორ ზონაზე მუშაობის შესაძლებლობა.აქვს სხვადასხვა უბანზე  სამუშაოდ მორგებული თავაკები ,რაც მის მაღალეფექტურობას და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.